logo_geo
eng_logo
ჯანსუღ ჩარკვიანი უმძიმეს მდგომარეობაში რეანიმაციაშია
- +

12 აგვისტო. 2017. 21:49



პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მძიმე მდგომარეობაში „არამიანცის" საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია. მოულოდნელად გახდა ცუდად და ინსულტით მოათავსეს კლინიკაში.

 

„სულ ვაკონტროლებდით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. არ ვამბობ, რომ ეს არ მოხდებოდა, მაგრამ კიდევ ერთი ვაჟკაცი ქართველი მოკლეს. ერთ-ერთ გადაცემაში მამას ჰკითხეს, იყო თუ არა რუსეთი ოკუპანტი, რაზეც მან უპასუხა რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს ოკუპაცია მას 2008 წელს არ დაუწყია. ამის შემდეგ ერთ-ერთ გაზეთში დაიწერა ძალიან ცუდი პასკვილი მამაზე. როცა ეს პასკვილი წაიკითხა, მითხრა, წყალი მომიტანეო, გავედი და როცა ოთახში დავბრუნდი უკვე ცუდად იყო. მძიმე ინსულტი აქვს, მძიმეა მისი მდგომარეობა", - ამბობს თაკო ჩარკვიანი.


 

 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner