logo_geo
eng_logo
დუშეთის „არაგვს“ „ჯაბა -კრედიტი“ დააფინანსებს
- +

15 აგვისტო. 2017. 21:23


დუშეთის „არაგვს" ახალი სპონსორი ჰყავს. საფეხბურთო კლუბს „ჯაბა კრედიტი" დააფინანსებს. კომპანიამ გადაწყვიტა გუნდს ის ფინანსური პრობლემები მოუგვაროს, რაც ახალი ტრანსფერების განსახორციელებლად და ფეხბურთელების ხელფასების დასაფინანსებლად იქნება საჭირო. დუშეთის არაგვის გენერალური დირექტორი სოსო ჭიკაიძე თვლის, რომ სპონსორის დახმარებით კლუბი შეძლებს მეოთხე ლიგიდან მესამე ლიგაში გადაინაცვლოს და გულშემატკივრის წინაშე ღირსეულად წარდგეს. სოსო ჭიკაიძე სპონსორს მადლობას უხდის.

 

„ძალიან სასიხარულო სიახლით შევხვდით ახალი სეზონის დაწყებას, კლუბს გამოუჩნდა სპონსორი.

 

„ჯაბა კრედიტის" დახმარებით ჩვენ შევძლებთ ფეხბურთელებს დროულად გადავუხადოთ ხელფასები , მოვიზიდოთ გუნდში ახალი ფეხბურთელები და განვახორციელოთ წარმატებული ტრანსფერები. მნიშვნელოვანია, ის, რომ ფონდიდან გადმორიცხული თანხები ყველა ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ იყო. ვფიქრობ, ჩვენი სპონსორის და ფეხბურთელების ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და მიმდინარე სეზონი ჩვენი კლუბისთვის და გულშემატკივრისთვის სასიხარულო და წარმატების მომტანი იქნება", - განაცხადა სოსო ჭიკაიძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner