logo_geo
eng_logo
თბილისში 21 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
- +

12 აპრილი. 2016. 14:09


თბილისში, კაიროს ქუჩაზე, მენაშენეების პროექტის ფარგლებში,  21 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი  დევნილ ოჯახებს ესტუმრა და მათი საცხოვრებელ პირობები ადგილზე მოინახულა.


თბილისში, კაიროს ქუჩა N20-ში,  კერძო მესაკუთრის შენობაში დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ. 


სამინისტროსთან მოლაპარაკების შედეგად, შენობის მესაკუთრემ  სს ,,ტრანსმშენმა" ობიექტს სრული რეაბილიტაცია  ჩაუტარა, რის შემდეგაც სამინისტრომ შენობა  შეისყიდა და იქ მცხოვრებ   დევნილ ოჯახებს  გადასცა.


რეაბილიტაციის მიმდინარეობისას კომპანია დევნილებს ქირით უზრუნველყოფდა.

კაიროს ქ. N20-ში არსებული საცხოვრებელი ფართები დევნილ ოჯახს უახლოეს მომავალში დაუკანონდებათ.


დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ქართველი მენაშენეებისაგან  თბილისში სულ 431 ბინა შეისყიდა.  აქედან  231 ბინა დევნილ ოჯახებს უკვე გადაეცათ,  დარჩენილი 200 ბინა კი 2016 წელს განაწილდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×