logo_geo
eng_logo
ლალი ბადურაშვილი: როდესაც ლიკა გარდაცვლილი იპოვეს, თავთან ახალი სცენარი ედო
- +

13 ოქტომბერი. 2017. 23:20



მსახიობ ლალი ბადურაშვილის განცხადებით, როდესაც ლიკა ქავჟარაძე გარდაცვლილი იპოვეს, მას თავთან ფურცელი ედო, სადაც მისი ახალი როლის ტექსტი ეწერა.


„ლიკა ჩემთვის არ არის მხოლოდ ქართული კინოს მშვენება. ის ჩემს თვალწინ გაიზარდა და ეს გოგო იყო მისაბაძი ყველაფერში. სანამ ქართული კინო იქნება, იქნება ლიკა ქავჟარაძე. მას ახლა საუკეთესო პერიოდი ჰქონდა, ემზადებოდა გამოფენისთვის, უხსნიდნენ ვარსკვლავს და მისი ბოლო სიხარული იყო, როცა ჩემმა შვილმა მხატვრულ ფილმში გადაღება შესთავაზა. ლიკა ამაზე გაგიჟდა, რადგან კინოს მოთხოვნილება მას მუდამ ჰქონდა. ის ძალიან ელოდებოდა გადაღებების დაწყებას. ყოველდღე რეკავდა, გვეუბნებოდა ამ კაბას ჩავიცმევ, წონაში დავიკლებ და მუდამ ტექსტს სწავლობდა. როდესაც ლიკა გარდაცვლილი იპოვეს, მას თავთან ფურცელი ედო, სადაც მისი ახალი როლის ტექსტი ეწერა. მას ჩახუტებული ჰქონდა ეს ტექსტი და ასე ბედნიერი წავიდა", - აღნიშნა ლალი ბადურაშვილმა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner