logo_geo
eng_logo
ახალგაზრდების დაკავების საქმეზე, ალეკო ელისაშვილის ჩვენების ოქმი ვრცელდება!
- +

14 ოქტომბერი. 2017. 03:07


სოციალურ ქსელში, თბილისის მერობის კანდიდატის ალეკო ელისაშვილის ჩვენების ის ოქმი ვრცელდება, რომელიც 2010 წელს 7 მაისს,  ტელეკომპანია „კავკასიაში" გადაცემა „ბარიერში" მოხდა. უფრო კონკრეტულად კი, ცნობილია, რომ ამ გადაცემაში მომხდარი ინციდენტის დროს, რამდენიმე პირი დააკავეს, მომხდარში ერთ-ერთი მთავარი მოწმეც და მონაწილეც,  თავად ალეკო ელისაშვილი იყო. მაშინ ელისაშვილიც  და ტელევიზიის ხელმძღვანელობაც, აქტივისტის დაკავებას პოლიციას დაჟინებით სთხოვდნენ.


ტელევიზიის ხელმძღვანელობის დაჟინებული მოთხოვნა იყო, სასწრაფოდ მისულიყო „კავკასიაში"-ში  პოლიცია. სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის პოლიციამ ყურადიღო თხოვნა და ტელევიზიაში სასწრაფოდ  მივიდა. დაკავებულ პირთა მიმართ, პოლიციის სისასტიკე და დაუნდობლობა, მაშინ  ყველასთვის ცნობილი იყო და ასევე ცნობილი გახდა ისიც, რომ ამის ერთ-ერთი მონაწილეც და  ორგანიზატორი, უნებლიედ ალეკო ელისაშვილიც გახდა. „დემოკრატიის ჯიხურად" ცნობილი ტელეკომპანია „კავკასია" კი, სამწუხაროდ და მოულოდნელად, ამ ფაქტით, თითქოს  ვანო მერაბიშვილის პოლიციის მავედრებელ ხმად და მხარდამჭერადაც კი მოგვევლინა... რადგანაც, გადაცემის წამყვანი ნინო ჯანგირაშვილი,  კატეგორიულად მოითხოვდა „კავკასიაში" პოლიციის მისვლას და გადაცემაში შეჭრილ ახალგაზრდა პირთა დაკავებას. ახალგაზრდების დაკავება, მართლაც რომ  მთელი სისასტიკითა და სიმკაცრით მოხდა. შეგახსენებთ, რომ მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ერთ-ერთი დაკავებულის, არასრულწლოვანი ბავშვის მამა, (დაკავებული იმ დროისთვის 17 წლის მხოლოდ იყო )თავის შვილის გათავისუფლებას ითხოვდა, ის თბილისის  პოლიციის შენობის წინ, ნერვიულობის ნიადაგზე,  42 წლის ახალგაზრდა კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.


ეს არცთუ სასიამოვნო ამბავი, თითქოს  წარსულს ჩაბარდა, მაგრამ  მავანმა ალეკო ელისაშვილს, ახლა გაუხსენა და მის მიერ, პოლიციისთვის მიცემული ჩვენების ოქმი გამოაქვეყნა.





 

 

 

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner