logo_geo
eng_logo
კახა კალაძე სვეტიცხოველში საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო
- +

14 ოქტომბერი. 2017. 13:15


 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მცხეთიდან მიულოცა, სადაც სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.

 

„გილოცავთ სვეტიცხოვლობას, მარადიულობის და რწმენის დღესასწაულს. სვეტიცხოველი საქართველოსთვის არის ერთობისა და სიძლიერის სიმბოლო. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მივულოცო, ყველას ვუსურვო დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და ყოველივე საუკეთესო", - განაცხადა კახა კალაძემ.


საზეიმო წირვა-ლოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. სადღესასწაულო მსახურებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრებიც დაესწრნენ. 


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner