logo_geo
eng_logo
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი შენობის პროექტი ცნობილია
- +

14 ოქტომბერი. 2017. 19:15



„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალი შენობის არქიტექტურული პროექტი გამოვლინდა. კონკურსში შპს „თბილქალაქპროექტის" პროექტმა გაიმარჯვა, რომელმაც 14227 ხმა მიიღო.


გამარჯვებული პროექტი ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა: ფუნქციური მხარე, პრეტენდენტის გამოცდილება, პერსონალის გამოცდილება და მიწოდების ვადა. მეხუთე კრიტერიუმი - შენობის დიზაინია, რომელიც საზოგადოებამ ხმის მიცემის პრინციპით შეარჩია.


მშენებლობაზე ტენდერი 6-7 თვეში გამოცხადდება, ხოლო მშენებლობა, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდება.


კონკურსში კიდევ ორი პროექტი მონაწილეობდა: შპს „BWC"-ის პროექტმა  - 7727 ხმა, ხოლო შპს „არტსტუდიო-პროექტმა" - 11127 მიიღო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner