logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ასეთმა გმირებმა მოუტანეს საქართველოს დღემდე დამოუკიდებლობა
- +

17 ოქტომბერი. 2017. 12:20



პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ, აფხაზეთის ომში დაღუპულ 25 გმირს პატივი მიაგო.


„ამ ადამიანებმა მოგვცეს ჩვენ მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, სამშობლოსთვის თავდადების და ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ასეთმა ადამიანებმა მოიტანეს დღემდე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის ღირსება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდი მიმდინარეობს. 25 ნეშტს დღეს დაკრძალავენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner