logo_geo
eng_logo
SOLO მომხმარებლები King David-ის მრავალფუნქციურ კომპლექსში განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ
- +

17 ოქტომბერი. 2017. 12:30



SOLO და King David-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, SOLO მომხმარებლები, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენისას ფასდაკლებითა და იპოთეკურ სესხზე განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი" ავრცელებს.

 

„სპეციალურად SOLO მომხმარებელს, აქვს უნიკალური შესაძლებლობა King David-ში საცხოვრებელი ბინა განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინოს და 6 თვის განმავლობაში საჩუქრად მიიღოს ბინისა და საყოფაცხოვრებო ნივთების (ავეჯი, ტექნიკა და სხვ.), ასევე დაზღვევის პაკეტი სადაზღვევო კომპანია „ალდაგისგან".

 

King David-ის ცათამბჯენი, ქართველი და გერმანელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული კომპლექსია, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს წარმატებული და საქმიანი ადამიანებისათვის; ეს არის ადგილი, სადაც ბიზნეს საქმიანობისთვის, გართობისთვისა და განტვირთვისთვის ყველა პირობაა შექმნილი. King David-ის პროექტში განთავსებულია ლობი, ბარი, მისაღები, ივენთჰოლი, კაფეტერია, სპა, ფიტნესცენტრი, 28 მეტრის სიგრძის აუზი, 1 500 კვ.მ-ის ბაღი ღია ტერასაზე, A კლასის ბიზნეს ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, სასტუმროს ნომრები და 32-ე სართულზე 5-ვარსკვლავიანი Roof-top რესტორანი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.SOLO.ge", - ნათქვამია „საქართველოს ბანკის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner