logo_geo
eng_logo
ზაალ ჯაფარიძე: ცესკო-ს თავმჯდომარის დაჯილდოება ნიშნავს ჩვენი საარჩევნო სისტემის აღიარებას
- +

17 ოქტომბერი. 2017. 17:27



ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას გადაეცა საარჩევნო პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის ჯოსი ბაქსტერის ჯილდო, რაც ჩვენი არჩევნების და საარჩევნო სისტემის აღიარებას ნიშნავს.

 

„მკითხველისათვის განვმარტავ, რომ ეს არის ვაშინგტონში განლაგებული დემოკრატიული არჩევნების ხელშემწყობი, ცნობილი, საერთაშორისო ორგანიზაციის  International Foundation for Electoral Systems (IFES) ჯილდო. სხვათა შორის, თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში ცესკო-მ ორი საერთაშორისო, პრესტიჟული, ჯილდო მიიღო, მათ შორის, ერთ-ერთ საარჩევნო პროცესში უმცირესობების ჩართულობისათვის. ასეთი ჯილდოები, ისე უბრალოდ არ გაიცემა და ეს არის ჩვენი არჩევნების და საარჩევნო სისტემის აღიარება. ასევე, ეს არის  საუკეთესო და ობიექტური პასუხი მისი კრიტიკოსებისთვის", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.


მისივე თქმით, ჯილდო, აღიარებასთან ერთად, ნიშნავს ნდობასა და მაღალ საარჩევნო სტანდარტების მოთხოვნას ჩვენგან, უბრალოდ, უფლებას არ აძლევს ცესკო-ს და ხელისუფლებას, ამ სტანდარტებს გადაუხვიონ.


„ბუნებრივია და ლოგიკურიც, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს არჩევნების სამართლიან, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩასატარებლად და კანონის და კონსტიტუციის დაცვით აღკვეთოს ის საფრთხეები და გამოწვევები, რაც ამ პროცესს შეიძლება დაემუქროს", - განაცხადა ანალიტიკოსმა.


თამარ ჟვანიას ჯილდო ვაშინგტონში 2 ოქტომბერს გადასცეს.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner