logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: გარკვეულ უწყებებში პროცესების გაუმჯობესების მცდელობა დადებითი ფაქტორია
- +

13 ნოემბერი. 2017. 23:44


 

ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ „რეპორტიორთან" საუბარში მთავრობაში განხორციელებული საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები შეაფასა.

 

„გაამართლებს თუ არა, ეს კითხვა ძალიან პირობითია და შეუძლებელია ამაზე პასუხის გაცემა, მაგრამ რამდენადაც არის გარკვეულ უწყებებში პროცესების გაუმჯობესების მცდელობა, ეს თავისთავად დადებითი ფაქტორია.

 

რაც შეეხება პერსონალიებს, ამ ეტაპზე მათზე საუბარი ძნელია, რადგან ყოველთვის შეიძლება ვიპოვოთ მიზეზი, რითიც შეიძლება არ მოვიწონოთ ან პირიქით. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დასახელდა გიორგი გახარია, რომელსაც არ აქვს ამ სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება, ეს შეიძლება ჩაითვალოს დადებით ფაქტორადაც და უარყოფითადაც. დადებითია იმიტომ, რომ ის შიდა პროცესებში გარკვეული ინტერესების მატარებელი შეიძლება არ იყოს და რადგან მის მიმართ ნდობა არსებობს, შეიძლება მისი კვალიფიციური მუშაობის პერსპექტივა გავთვალოთ. უარყოფითია იმიტომ, რომ შეიძლება ბევრი კრიტიკა მოჰყვეს მის გამოუცდელობას ამ უწყებაში.

 

სხვა მხრივ, მთლიანობაში ცვლილებები რამდენად სისტემურია, ძნელი სათქმელია", - განაცხადა გამზარდიამ.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner