logo_geo
eng_logo
თაკო კვირტია: თემურ თორდინავა ბაგა-ბაღების სისტემაში ნამდვილი რეფორმატორია!
- +

14 ნოემბერი. 2017. 00:54



„ვფიქრობ, რომ თბილისის მერიაში ბოლო სამი წლის განმავლობაში ბაღების სააგენტო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული უწყებაა, ეს კი სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას დამსახურებაა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა სისტემის ჭაობიდან ამოყვანისა და მისი განვითარებისთვის", - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თაკო კვირტიამ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა.

 

„თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან თვალსაჩინოა შედეგი, რაც ბაღების სააგენტოს მუშაობას აქვს დღეის მონაცემებით და ამას საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, რადგან ალბათ დამეთანხმებით, 25 ახალი საბავშვო ბაღი დედაქალაქში 3 წლის მანძილზე ნამდვილად შესაშური შედეგია - აღარ დავკონკრეტდები იმ საგანმანათლებლო რეფორმებზე, ასევე კვების რეფორმაზე, სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე და ა.შ. ნამდვილად მოხარული ვიქნები, თუ განვითარება მომავალშიც ასეთივე ტემპით გაგრძელდება.

 

საბავშვო ბაღი ის დაწესებულება და ის სისტემაა, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მოსახლეობასთან - ყველა ოჯახი, რომელსაც ოჯახში პატარა ბავშვი ჰყავს, და რომელიც სარგებლობს საჯარო ბაღების მომსახურებით, თავად ხედავს ამ პროგრესს და რეფორმების შედეგებს. ამას ადასტურებს ისიც, რომ თბილისის ბაღებში განხორციელებული რეფორმების გატარებას ითხოვს მოსახლეობა საქართველოს დანარჩენ რეგიონებში - მსგავს მესიჯებს ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ რეგიონებიდან.

 

ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი პირადად სააგენტოს დირექტორის, თემურ თორდინავას დამსახურებაა და ასევე თავისუფლად შემიძლია განვაცხადო, რომ თემურ თორდინავა ბაგა-ბაღების სისტემაში ნამდვილი რეფორმატორია და შედეგიც სახეზეა - დღეს თბილისს 25 ახალი საბავშვო ბაღი აქვს, მაშინ როცა, ახალი ბაღები თბილისში საბჭოთა კავშირის მერე არ აშენებულა და პირიქით, დაიხურა 50-მდე ბაღი", - განაცხადა თაკო კვირტიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner