logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: საკმაოდ ემოციური დღე იყო ჩემთვის...
- +

14 ნოემბერი. 2017. 00:55



თბილისის ახალარჩეულმა მერმა პირველი სამუშაო დღე შეაფასა. კახა კალაძემ ვიდეომიმართვა Facebook-ზე გაავრცელა.


„დღეს უკვე ვიმყოფები თბილისის მერიაში. ეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა. საკმაოდ ემოციური დღე იყო ჩემთვის. დღეს წარვადგინე მერის მოადგილეობის კანდიდატები - ადამიანები, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში, მუშაობას ჩემთან ერთად განაგრძობენ. ქალაქთან დაკავშირებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და ყოველთვის ვამბობდი, რომ ამისთვის ძლიერი, კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი და რაც მთავარია, პატიოსნებაა საჭირო", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner