logo_geo
eng_logo
თაკო კვირტია: 2014 წელს, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალ ადმინისტრაციას სისტემური პრობლემები დახვდა...
- +

14 ნოემბერი. 2017. 02:44


 

„2014 წლის შემოდგომაზე საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალ ადმინისტრაციას დახვდა სისტემური პრობლემები", - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თაკო კვირტიამ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა.

 

„ესენი იყო - 50-მდე დახურული ბაღი, რის შედეგადაც ათასობით ბავშვი ბაღის გარეშე დარჩა. მოქმედი და დახურული ბაღების შენობაში სხვადასხვა სოციალურმა ფენებმა დაიკავეს ტერიტორია. ასევე, ზოგიერთი ბაგა-ბაღის შენობა ავარიული იყო, დაზიანებული იყო ფასადები, ცენტრალური გათბობის სისტემა არ არსებობდა ან შეფერხებით ფუნქციონირებდა. ეზოები არ იყო კეთილმოწყობილი, ანუ არ არსებობდა სპორტულ-გასართობი მოედნები და ატრაქციონები. მოძველებული და შემოუღობავი ეზოების გამო არ ხერხდებოდა ბავშვთა უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

 

ასევე, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ საბავშვო ბაღების ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არაკვალიფიციური კადრი მუშაობდა. მათ არ ჰქონდათ გავლილი შესაბამისი გადამზადების კურსები. ბაღების უმეტესობაში გაუქმებული იყო ლოგოპედისა და ფსიქოლოგის შტატი და საერთოდ არ არსებობდა სპეცპედაგოგის ინსტიტუტი. არ იყო დაგეგმილი და განსაზღვრული სასწავლო/სააღმზრდელო მეთოდური საკითხების პრაქტიკაში ეფექტიანად მუშაობისთვის შესაბამისი ღონისძიებები.

 

რაც შეეხება კვების მხრივ არსებულ პრობლემებს, კვების პროდუქტებისა და კვების პროცესის მართვის არაეფექტური და არარაციონალური სისტემა არსებობდა. ამასთან, არ არსებობდა საერთო მენიუ და ბავშვთა კვების რაციონში არ იყო დაცული კალორაჟულობა. რა თქმა უნდა, მთლიანობაში აღნიშნული საკითხები სერიოზულ სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა", - განაცხადა თაკო კვირტიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner