logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის!
- +

14 ნოემბერი. 2017. 10:06


 

თბილისის ახალარჩეულმა მერმა პირველი სამუშაო დღე შეაფასა. კახა კალაძემ ვიდეომიმართვა Facebook-ზე გაავრცელა.

 

„დღეს უკვე ვიმყოფები თბილისის მერიაში. ეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა. საკმაოდ ემოციური დღე იყო ჩემთვის. დღეს წარვადგინე მერის მოადგილეობის კანდიდატები - ადამიანები, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში, მუშაობას ჩემთან ერთად განაგრძობენ.

 

ქალაქთან დაკავშირებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და ყოველთვის ვამბობდი, რომ ამისთვის ძლიერი, კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი და რაც მთავარია, პატიოსნებაა საჭირო.

 

მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, თქვენს თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდი. დღესაც, ვიცი, რომ ძალიან დიდია მოლოდინები და ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ რას და როგორ გავაკეთებთ. გაძლევთ პირობას, რომ ყველა განხორციელებული პროექტისას, გექნებათ სრული ინფორმაცია, როგორ ვაკეთებთ, რანაირად ვაკეთებთ ამ პროექტებს, იმიტომ, რომ ყველას გვაქვს სურვილი - ხვალინდელი თბილისი უკეთესი იყოს. ამ ყველაფერში თითოეული თქვენგანის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კახა კალაძემ სამუშაო დღის დასასრულს.


 

 

 







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner