logo_geo
eng_logo
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამურ თორდინავამ თანამდებობა დატოვა
- +

14 ნოემბერი. 2017. 16:09



ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამურ თორდინავამ თანამდებობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს" თემურ თორდინავამ განუცხადა, პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე, 13 ნოემბერს დატოვა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ უხელმძღვანელებს მის ნაცვლად ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, თემურ თორდინავა ამბობს, რომ ამაზე ინფორმაციას არ ფლობს.


„საკუთარი სურვილის საფუძველზე დავწერე განცხადება, რომ დავტოვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა. სად გავაგრძელებ მუშაობას, ამას მოგვიანებით შეიტყობთ, რადგანაც მაქვს კონკრეტული გეგმები", - განაცხადა თორდინავამ.


ამასთან, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, თბილისის მერიის ახალ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის თაობაზე საუბარი არ ჰქონია.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner