logo_geo
eng_logo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „Erasmus+“-ის პროექტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
- +

17 ნოემბერი. 2017. 12:57



2017 წლის 20-21 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქტიური ჩართულობით ტარდება „Erasmus+"-ის საგრანტო პროექტის DARE-ს მიერ ინიცირებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ინკლუზიური განათლება: კვლევა, სწავლა/სწავლება, სტუდენტური მხარდაჭერა".


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელისა და საქართველოს იმ უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც მუშაობენ ინკლუზიური განათლების პრობლემებზე, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისა და ადამიანების უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამებზე.


კონფერენციის მუშაობაში ჩართულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი და   ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო, ასევე ევროპის, ისრაელისა და საქართველოს  უნივერსიტეტები და  თემაზე მომუშავე  შემდეგი ინსტიტუციები:


1. ხაიფას უნივერსიტეტი (ისრაელი)

2. მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთის რესპუბლიკა)

3. კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიტვა)

4. იასის „ალექსანდრ იოან გუზას უნივერსიტეტი" (რუმინეთი)

5. ევროპული წვდომის ქსელი (გაერთიანებული სამეფო)

6. არტეველდის უნივერსიტეტი (ბელგია)

7. შვედეთის უმაღლესი განათლების საბჭო (შვედეთი)

8. მურსიის უნივერსიტეტი (ესპანეთი)

9. არასამთავრობო ორგანიზაციების ალიანსი (მოლდავეთი)

10. ზაქათალის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)

11. გორდონის უმაღლესი აკადემიური კოლეჯი  (ისრაელი)

12. აჰვას უმაღლესი აკადემიური კოლეჯი (ისრაელი)

13. საფირის აკადემიური კოლეჯი (ისრაელი)

14. საქართველოს Erasmus + ნაციონალური ოფისი

15. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

16. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

17. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 

18. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

19. აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

20. შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტი

21. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

22. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

23. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი



კონფერენცია ხელს შეუწყობს ევროპული და ქართული გამოცდილების ურთიერთგაზიარების პროცესს, საქართველოში ინკლუზიური განათლების კვლევის, განვითარებისა და  სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისების გაუმჯობესების საკითხებს.  ასევე დაეხმარება ინკლუზიური განათლების საუნივერსიტეტო კურიკულუმებში დანერგვის პროცესს.


კონფერენციის გახსნა: თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. N61, VII სართული, სააქტო დარბაზი.

სექციების მუშაობა: პოლიტკოვსკაიას ქ. N61, V სართული, 501, 504, 506 აუდიტორიები.



 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner