logo_geo
eng_logo
ტარიელ ხეჩიკაშვილი და მიხეილ გიორგაძე სპორტულ საზოგადოებას შეხვდნენ
- +

17 ნოემბერი. 2017. 20:27



17 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტულ საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად სამინისტროს წარმომადგენლებს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი იყო იმ სამთავრობო სტრუქტურული რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმადაც, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი შეუერთდა და ახალ სამინისტროდ ჩამოყალიბდა.  

სპორტულ ფედერაციებთან გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარი შეეხო სპორტის სფეროსთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხებს, ყურადღება გამახვილდა სამინისტროსა და სპორტულ ფედერაციებს შორის, ასევე სამინისტროსა და ოლიმპიურ კომიტეტს შორის სამომავლო ურთიერთობებზე და სპორტის სტრუქტურის ფუნქციაზე ახალ სამინისტროში. ითქვა, რომ  სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობა აქტიურ სამუშაო და საქმიან რეჟიმში გაგრძელდება და სპორტის პრიორიტეტები ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორიც ეს ყოველივე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მუშაობის პერიოდში იყო.


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner