logo_geo
eng_logo
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნიდან საქართველოს რვა მოქალაქე გამოაძევა
- +

18 ნოემბერი. 2017. 01:52



უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნიდან საქართველოს რვა მოქალაქე გააძევა. ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრესსამსახური სოციალურ ქსელ facebook-ში ავრცელებს.


რვა ადამიანის გაძევება უსაფრთხოების სამსახურის, ნაციონალური პოლიციის, მიგრაციული და სასაზღვრო სამსახურების ჩართულობით მოხდა. დეპორტაციის გადაწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მიგრაციული სამსახურისა და პოლიციის მასალებზე დაყრდნობით მიიღო, რომელთა თანახმადაც, აღნიშნული პირების საქმიანობა უკრაინის ნაციონალურ ინტერესებს ეწინააღმდეგება.



 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner