logo_geo
eng_logo
თემურ შაშიაშვილი: სახელმწიფოს ანაბრების სახით მოქალაქეების ვალი აქვს
- +

15 თებერვალი. 2016. 17:19


„თეთრების" ლიდერი  თემურ შაშიაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის დიდი სატკივარია მოსახლეობისათვის ანაბრების დაბრუნების საკითხი.  

 

„სახელმწიფოს აქვს მოქალაქეების ვალი, ანაბრების სახით, რაც რამდენიმე მილიარდს შეადგენს, მაგრამ ამ თანხის არც ერთი ლარი არავის დაუბრუნებია. თვითონ ხალხი ითხოვს რამეს? ვხედავთ, რომ ხალხი ამასაც შეეგუა...  ხელისუფლება არ გიბრუნებს ერთ ლარსაც კი, რომელიც  კანონიერად გეკუთვნის, მაგრამ იგივე ხელისუფლება არ გპატიობს ერთ ლარ დავალიანებას და თუ არ გადაიხდი, ამოგაცლის ჯიბიდან და შეიძლება დაგაპატიმროს კიდეც", - აცხადებს თემურ შაშიაშვილი.


 

right_banner
არქივი
right_banner