logo_geo
eng_logo
ლილოს დასახლებაში რამდენიმე უსახელო ქუჩას სახელი დაერქმევა
- +

7 დეკემბერი. 2017. 13:41



თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ლილოს დასახლებაში იმყოფებოდა.


ლილოს დასახლებაში, პირველი კვარტლის მიმდებარედ, უსახელო ქუჩებისთვის სახელწოდების მინიჭების თაობაზე მოსახლეობამ საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას განცხადებით მიმართა.


ნიბლოშვილმა უსახელო ქუჩები პირადად დაათვალიერა და განაცხადა, რომ  აღნიშნულ საკითხს კომისიის სხდომაზე უახლოეს მომავალში განიხილავენ.


ლილოს დასახლებაში მცხოვრებლებს  საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძეც შეხვდა.


ტყემალაძე მოსახლეობას აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დაპირდა. 




 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner