logo_geo
eng_logo
მიხეილ ჩხენკელი: სკოლებში იქნებიან პროფესიონალი ფსიქოლოგები
- +

7 დეკემბერი. 2017. 14:02



„სკოლებში იქნებიან პროფესიონალი ფსიქოლოგები", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.


„პრობლემა სიღრმისეულია და სერიოზულ შესწავლას საჭიროებს. უკვე დავიწყეთ შეხვედრები, მქონდა შეხვედრა ფსიქოლოგების ჯგუფთან, ცნობილ ფსიქოლოგებთან, რომლებიც ბავშვთა ფსიქოლოგიით არიან დაკავებულები, აქვთ კვლევები და სამუშაო გამოცდილება. ძალიან საინტერესო გეგმები დავსახეთ. როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების და მათი მშობლების ინფორმირების კუთხით. სკოლებში იქნებიან პროფესიონალი ფსიქოლოგები. იმისთვის, რომ ჩვენ ყველა სკოლა მოვიცვათ, პროფესიონალებთან ერთად ჩართულნი იქნებიან ფსიქოლოგიის მიმართულების მაგისტრანტები და დოქტორანტები. ვსაუბრობ საუკეთესო მაგისტრანტებზე და დოქტორანტებზე. ისინი ჩაერთვებიან ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში", - განაცხადა ჩხენკელმა.


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner