logo_geo
eng_logo
ვლადიმერ იმნაძე ფრენსის ბანისტერს შეხვდა
- +

7 დეკემბერი. 2017. 15:45



ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფროს მრჩეველს მედიცინის დარგში ფრენსის ბანისტერს შეხვდა.


შეხვედრაზე სახელმწიფო უწყების წინაშე მდგარი ამოცანები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ჯანმრთელობას და დასაქმებას.


სტუმარმა ქართველ კოლეგებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება გაუზიარა. ფრენსის ბანისტერმა ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც ამერიკელი ვეტერანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და რეაბილიტაციას ემსახურება. შეხვედრას ესწრებოდნენ დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მოადგილეები, ჯანდრი უბირია და მირონ ჩიგოგიძე.


 

 

 


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner