logo_geo
eng_logo
„სითი ინსტიტუტი საქართველო“ თბილისის გენგეგმის საბოლოო ვერსიას თვენახევარში წარადგენს
- +

12 იანვარი. 2018. 21:21


 

„სითი ინსტიტუტი საქართველო" თბილისის განვითარების გენერალური გეგმის საბოლოო დოკუმენტს მერიას თვენახევარში წარუდგენს", - ამის შესახებ პირველ არხს კომპანიის დირექტორმა განუცხადა. მამუკა სალუქვაძის განცხადებით, უცხოელი პარტნიორების დახმარებით დოკუმენტს იმ სტანდარტამდე მიიყვანენ, რასაც დამკვეთი ითხოვს.


„გენგეგმის მოსამზადებლად ბევრად უფრო ნაკლები დრო შეიძლებოდა დაგვჭირვებოდა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან და ჩვენ მათ მოსაზრებებს გავითვალისწინებთ, მაგალითად, ტრანსპორტის სფეროში, ქალაქგეგმარების მიმართულებით. სწორედ უცხოელი ექსპერტების ჩართულობის გამო დავასახელეთ თვენახევარი.

 

გენგეგმაზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში ვიმუშავებთ. ამავე დროს, შევთანხმდით და მერიიდანაც არის დასტური, რომ ამ პროცესში ჩვენთან ერთად მერიის სამსახურებიც ჩაერთვებიან, რათა დოკუმენტი მივიყვანოთ იმ სტანდარტამდე, რასაც დამკვეთი, ქალაქის არქიტექტურის სამსახური ითხოვს.

 

ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი, თუ დამკვეთს სურს მეტი ინფორმაციით შევსება-დახვეწა კი ბატონო, სხვა მხრივ დოკუმენტი მზად არის.

 

თბილისის მერიას უკვე გადავუგზავნეთ ჩვენი პოზიცია და ახლა ხელშეკრულება გაფორმდება", - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.


თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და „სითი ინსტიტუტს" მოუწოდა, დღის ბოლომდე წარედგინათ გონივრული ვადა, როდისთვის შეძლებდნენ გენგეგმის სრულყოფილი დოკუმენტის მომზადებას.









 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner