logo_geo
eng_logo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ეწვია
- +

12 იანვარი. 2018. 23:47



სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ტომ ტრიერი ეწვია. მას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა.


შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის ფარგლებშიც რექტორმა უნივერსიტეტის განვითარების ახალი ხედვა წარმოადგინა და სტუმარს საუნივერსიტეტო დიპლომატიის არსი გააცნო. მან ისაუბრა, უნივერსიტეტში დაგეგმილი კვლევითი ცენტრების შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც რეგიონში მშვიდობის მშენებლობას მოემსახურება და ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯერ კიდევ გამოუყენებელი სამეცნიერო-აკადემიური რესურსის ჩართულობა; ასევე საერთაშორისო მოლაპარაკებების ახალი ფორმატის შექმნა, რომელშიც უშუალოდ ახალგაზრდობა იქნება ჩართული.


უნივერსიტეტის რექტორმა ხაზი გაუსვა ქართული სახელმწიფოს ვალდებლებას, დაიცვას აფხაზური ენა, რაც სწორედ სოხუმის სახელწიფო უნივერიტეტის კვლევის ერთ-ერთი პრიორიტეტია;


ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრიზისების საკითხში ტომ ტრირერმა ყურადღებით მოისმინა რექტორის სამომავლო გეგმები და აღნიშნა, რომ მისთვის სიახლეს წარმოადგენს იმის აღმოჩენა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდწილად თანაზიარია ქართული სახელმწიფოს ბედის; საგანმანათლებლო სივრციდან კონკრეტულად აფხაზეთის კრიზისის დაძლევა შესაძლებელია გახდეს მოდელი კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებისა.


სტუმარმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მისი ინიციატივა იყო, რადგან ბევრი რამ სმენია უნივერსიტეტის რექტორზე, ასევე ისაუბრა ამ ტიპის შეხვედრების გაფართოების აუცილებლობაზე, მეტიც, ის ხედავს საჭიროებას, დაიგეგმოს სხვა მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტებს აკვირდებიან. ვფიქრობ, შეხვედრებმა სისტემატური ხასიათი უნდა მიიღოს. მეტიც, ვხედავ რეგიონში არსებული კონფლიქტების დარეგულირების მიზნით მოქმედ საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელებთან თქვენი შეხვედრის გაცნობის და თანამშრომლობის აუცილებლობას".


შეხვერდა ასევე შეეხო მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესებს, უსაფრთხოების ერთიანი სისტემის ფორმირების აუცილებლობას, ამ სისტემაში საქართველოს უნიკალურობას, მის ადგილს, როლსა და მნიშვნელობას. 
სტუმრის თქმით, ეს ყოველივე მოემსახურება კონფლიქტის არსის უკეთ გაგებას.

შეხედრამ დაგეგმილზე გაცილებით დიდხანს გასტანა. საპატიო სტუმრის შეფასებით, მან მოლოდინს ყველა დადებით ასპექტში ნამდვილად გადააჭარბა.










 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner