logo_geo
eng_logo
გიორგი ჩოგოვაძე: Check in Georgia-ს პროგრამაში Gem Fest-ი არ მონაწილეობს
- +

13 იანვარი. 2018. 00:45



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომ Gem Fest 2018-ი მიმდინარე წელს Check in Georgia-ს პროგრამის ფარგლებში არ მონაწილეობს.


„ჩვენი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ „Gem Fest"-ის ბილეთების გაყიდვა დაიწყო იმ ფონზე, როდესაც ფესტივალის ორგანიზატორებს არ მიუმართავთ ფართის მფლობელისთვის - ეკონომიკის სამინისტროსთვის ტერიტორიის გამოყოფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ფესტივალის ბილეთების გაყიდვა ამ კუთხითაც ნაადრევად გვეჩვენება, როდესაც არ არის გარკვეული ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა. ამავდროულად, როგორც მათ არ მიუმართავთ ჩვენი კოლეგებისთვის ფართის ნაწილში, ასევე არც ჩვენთვის მოუმართავთ საორგანიზაციო, სარეკლამო, ან რაიმე ტიპის ფინანსურ დახმარებაზე. არანაირი კომუნიკაცია საორგანიზაციო ჯგუფთან არ ყოფილა და შესაბამისად, არანაირი მხარდაჭერ ან დახმარება ჩვენი მხრიდან განსაზღვრული არ არის", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.


GEM Fest 2018-ის ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. როგორც tkt.ge-ზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფესტივალი სოფელ განმუხურში ახალ ფორმატში ჩატარდება და 4 დღე - 9-დან 12 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.










 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner