logo_geo
eng_logo
მეხანძრე-მაშველებმა ზესტაფონში მოხუცებული ქალბატონი გადაარჩინეს
- +

13 იანვარი. 2018. 03:09



საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ჭიათურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლებმა 87 წლის ქალბატონი ცეცხლმოკიდებული სახლიდან უვნებლად გამოიყვანეს.


უფროსი მეხანძრე-მაშველი ზაზა მოცრაძე და უფროსი ინსპეტქორი გურამ მუმლაძე ზესტაფონიდან ჭიათურის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც სოფელ ზედა საქარაში ერთ-ერთ სახლში ცეცხლი შენიშნეს. მათ დაუყოვნებლივ გამოიძახეს ზესტაფონის განყოფილების მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი თავად კი ცეცხლმოკიდებული სახლიდან მოხუცებული ქალბატონი უვნებლად გამოიყვანეს. მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, საცხოვრებელ სახლში ხანძარი დროულად იქნა ლიკვიდირებული.









 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner