logo_geo
eng_logo
მოსალოდნელია თუ არა ძველით ახალი წლის ღამეს დედაქალაქში თოვა
- +

13 იანვარი. 2018. 13:46



გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 13 იანვარს საქართველოში ნარჩუნდება ნალექიანი ამინდი. ამის შესახებ გვაზავამ „პრაიმტაიმს" განუცხადა.


დედაქალაქში ხვალ, დღის მეორე ნახევარში, მოსალოდნელია წვიმა. მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი. დასავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 12 იანვარს +7, +12, ხოლო 13 იანვარს +4, +9 გრადუსია მოსალოდნელი.


14 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.


14-15 იანვარს დედაქალაქში მოსალოდნელია თოვლჭყაპი.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner