logo_geo
eng_logo
ხორბლის სერტიფიცირება სავალდებულო გახდა
- +

13 იანვარი. 2018. 15:47



ხორბლის სერტიფიცირება სავალდებულო გახდა. ამის შესახებ მთავრობის მიერ „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების" შესახებ 2016 წლის დეკემბერში მიღებულ დადგენილებაშია ნათქვამი.


დადგენილების თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან, ხარისხის სერტიფიკატის გარეშე საქართველოში გასავრცელებლად სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული ხორბლის თესლი აღარ დაიშვება.


სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლსა და სარგავ მასალაზე ხარისხის სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი.


აღსანიშნავია, რომ მარცვლეული კულტურების - ხორბლის, ქერის, სოიას, მზესუმზირის და კარტოფილის სათესლე მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცედურები 2020 წლამდე უფასოდ განხორცილდება.


 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner