logo_geo
eng_logo
რატომ ვზეიმობთ ახალ წელს ორჯერ?
- +

14 იანვარი. 2018. 01:09



საქართველოში, ისევე როგორც ზოგიერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ახალ წელიწადს ორჯერ - 1 და 14 იანვარს ზეიმობენ. ცოტა უჩვეულოა, მაგრამ წლის ყველაზე მხიარული დღესასწაული ორი კვირის შემდეგ ისევ დგება, ბავშვებიც თოვლის ბაბუას წელიწადში ერთხელ კი არა, ორჯერ ელოდებიან. „მეორე ახალ წელს" თავისებური სახელწოდებაც გამოარჩევს - ძველით ახალი წელი.


დღეისათვის, გრიგორიანულ და იულიუსის კალენდარს შორის 13 დღიანი სხვაობაა. სწორედ ამიტომ, მაშინ როდესაც მთელს მსოფლიოში საახალწლო ციებ-ცხელება უკვე ჩამქრალია, რამდენიმე ქვეყანა და მათ შორის საქართველო ისევ სადღესასწაულო სამზადისშია. მიუხედავად იმისა, რომ ძველით ახალი წელი უფრო საოჯახო, ინტიმური დღესასწაულია და ნაკლები პომპეზურობით აღინიშნება, 13 იანვრის ღამეს ისევ იშლება სადღესასწაულო სუფრა, ზუსტად 12 საათზე თბილისის ეზოებსა და აივნებზე ისევ ისვრიან შუშხუნებს, თბილისელები ძველით ახალი წლის ღამეს განთიადამდე ზეიმობენ


რატომ ვზეიმობთ ორჯერ?


ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციის წარმოშობა ორი კალენდარული სისტემის არსებობამ გამოიწვია. დღესდღეობით, მთელი მსოფლიო ოფიციალურად გრიგორიანულ კალენდარს ეყრდნობა, რომელიც 1582 წელს პაპ გრიგოლ II მიერ გატარებული კალენდარული რეფორმის შემდეგ დამკვიდრდა ევროპაში. საქართველოში გრიგორიანული კალენდარი გასაბჭოების პერიოდში შემოიღეს. ამის პარალელურად, მართლმადიდებლური ეკლესია დღესაც დღესასწაულებს IV საუკუნეში დამკვიდრებული იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავს. სწორედ ამიტომ ახალი წელი ორჯერ იზეიმება.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner