logo_geo
eng_logo
მაშველებმა ადიდებული მდინარიდან მონადირე უსაფრთხოდ გამოიყვანეს
- +

14 იანვარი. 2018. 10:15

 

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება.
ლოჭინის ხეობაში, მდინარე მტკვრის მოულოდნელი ადიდების შედეგად, წყალში წარმოქმნილ ხელოვნურ კუნძულზე აღმოჩნდა მონადირე, რომელიც ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დახმარება.


მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე რეაგირება ოპერატიულად მოახდინეს. ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის განყოფილების თანამშრომლებმა წყალზე სამაშველო ტექნიკის გამოყენებით, წარმატებით განხორციელებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, განსაცდელში მყოფი მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.








წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner