logo_geo
eng_logo
ლევან ჯღარკავა: უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, თბილისის მერია შესაბამისი სამუშაოების ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაშია
- +

14 იანვარი. 2018. 14:23



უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, თბილისის მერია შესაბამისი სამუშაოების ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაშია.


როგორც „ინტერპრესნიუსს" „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ განუცხადა, შემუშავებულია სპეციალური გეგმა, რომლითაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე დედაქალაქის არც ერთ უბანში მარილის მოყრის ან სხვა რამე სამუშაოს ჩატარების საჭიროება არ არის. „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის განმარტებით, გუშინ მოსული თოვლის გამო მარილის მოყრის სამუშაოები, საჭიროებიდან გამომდინარე, მხოლოდ წყნეთისა და კოჯრის ტერიტორიაზე ჩატარდა.

 

„გუშინ ძირითადი ნალექი დაფიქსირდა შემოერთებულ ტერიტორიაზე, როგორიც არის წყნეთი და კოჯორი, და მარილის მოყრის სამუშაოები მხოლოდ ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ჩვენ მზად ვართ, დედაქალაქში უხვის ნალექის შემთხვევაში გაწმენდითი სამუშაოები განვახორციელოთ. შემუშავებულია სპეციალური გეგმა - ჯერ გაიწმინდება ცენტრალური ქუჩები, შემდეგ დამხმარე ქუჩები, ჩიხები და ვიწრო ეზოები, რაც დამოკიდებულია დროსა და ნალექის რაოდენობაზე. ამ ეტაპზე არც ერთ უბანში არ არის მარილის მოყრის საჭიროება", - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.


გარემოს ეროვნული სააგენტოს, ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს, დღის განმავლობაში შენარჩუნდება თოვლჭყაპი, საღამოს კი შესაძლებელია თოვლში გადაიზარდოს. ტემპერატურა დღეს 3 გრადუსია მოსალოდნელი. 15-16 იანვარს, ნალექი თოვლის სახით შენარჩუნდება. უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0 - 2 გრადუსია ნავარაუდევი. უამინდობის მიუხედავად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. დედაქალაქის მასშტაბით საავტომობილო გზებზე შეზღუდვები არ ფიქსირდება.









 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner