logo_geo
eng_logo
საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
- +

14 იანვარი. 2018. 23:30



არამდგრადი ამინდები საქართველოში უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან შემოსვლას იწყებს ცივი და ნოტიო ჰაერის მასები.


როგორც პირველ არხს სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა განუცხადა, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში კვლავ გაწვიმდება, მაღალმთიან რაიონებში კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 3-დან 8 გრადუსის ფარგლებში დაიკლებს.


მისივე ცნობით, ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში +2 დან +7 გრადუსამდე იმერყევებს. სინოპტიკოსის ცნობით, მოსალოდნელია მცირე ნალექი.


მცირე ნალექს, წვიმის სახით ელოდებიან 15 იანვარს დედაქალაქშიც. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.










 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner