logo_geo
eng_logo
„ჩემი 5 შვილი რატომ უნდა დარჩეს უმამოდ, რამდენი რამ უნდა დაიმალოს?!“ - კლუბ „ბასიანის“ დაცვის უფროსი
- +

16 იანვარი. 2018. 21:29


 

„ჩემი 5 შვილი რატომ უნდა დარჩეს უმამოდ, რის გულისთვის, რამდენი რამ უნდა დაიმალოს ამ სახელმწიფოში," - ეს განცხადება დაზარალებულმა, კლუბ „ბასიანის" დაცვის უფროსმა, ზვიად მესხმა 13 იანვარს კლუბ „ბასიანთან" მომხდარი ინცინდენტის გახსენების შემდეგ გააკეთა. კლუბის მიმდებარედ პოლიციის მაღალჩინოსანი და კლუბის დაცვის ორი თანამშრომელი დაჭრეს. მესხი იხსენებს, რომ კლუბში შესვლა 2 ნასვამ პირს უნდოდა თუმცა, „ფეისკონტროლის" მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს და შესაბამისად, კლუბში არ შეუშვა.


„რამდენჯერმე მოწოდების გამო, რომ არ ყოფილიყვნენ აგრესიულები, არ მოეყენებინათ ჩვენთვის შეურაცხყოფა, გინება და ა.შ. მაინც არ გაჩერდნენ, ჩვენ ტერიტორია დავატოვებინეთ და გავიყვანეთ ტერიტორიის გარეთ" , - განაცხადა მესხმა.


მისი თქმით, თავად ვერ დაინახა, როგორ მიუახლოვდა დანით შეიარაღებული პირი. მესხის თქმით, მეორე დაჭრილის მდგომარეობა გაცილებით მძიმე იყო.


„გულთან აცდენილია თითქმის, ცოტა აქეთ, ყოფილიყო გულში მოხვდებოდა ალბათ, მძიმე იყო მდგომარეობა 24 წლის ბიჭის, არტერიები გადაჭრილი და ა.შ. თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ხელებში ჩაგვკვდომოდა, მეც თავისუფლად შეიძლებოდა, რომ მოვმკვდარიყავი," - აცხადებს დაცვის უფროსი.


კლუბ „ბასიანთან" პოლიციის მაღალჩინოსნისა და კლუბის დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.










 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner