logo_geo
eng_logo
ირაკლი ბენდელიანი: საბავშვო ბაღებში საკვები რაოდენობრივად შემცირებული არ არის, მენიუს შემადგენლობაა შეცვლილი
- +

17 იანვარი. 2018. 14:16



თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი კატეგორიულად უარყოფს დედაქალაქის ბაღებში საკვები პროდუქტების არასაკმარისად შეტანის ფაქტს და აცხადებს, რომ ბაღების მენიუ სტანდარტთან შესაბამისია.


ამის შესახებ ბენდელიანმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ბაღების საკვები რაციონის კალორაჟი ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციის საფუძველზე დაკორექტირდა.


„საკვები რაოდენობრივად შემცირებული არ არის. მენიუს შემადგენლობაა შეცვლილი. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი პირობების შესაბამისად. რაც შეეხება თვითონ პროდუქტის რაოდენობას, ეს შემცირებული არ არის. თუ კონკრეტულ ფაქტს გვეტყვით, სადაც პროდუქტი არასაკმარისი იყო, დავავალებთ შესაბამის მონიტორინგის ჯგუფს და მოვიკვლევთ. დღეს არსებული კალორაჟი შეადგენს 1292 კალორიას, რომლის შესაბამისად არის მენიუ შედგენილი. კალორაჟი დაკორექტირებულია. აქ არ არის საუბარი, რომ აქამდე 100 გრამ ხორცს ვაძლევდით და ახლა ვაძლევთ 80 გრამს, კალორაჟი არ არის შემცირებული. მენიუში ცვლილება არის გამოწვეული ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციებით. მენიუ არ არის ბაღების მართვის სააგენტოს რომელიმე თანამშრომლის მიერ შედგენილი, ეს არის შესაბამისი ექსპერტების მიერ შედგენილი", - განაცხადა ბენდელიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner