logo_geo
eng_logo
მაია ჩიბურდანიძეს 57 წელი შეუსრულდა
- +

17 იანვარი. 2018. 15:02



დღეს, 17 იანვარს, ქართველ მოჭადრაკეს, მსოფლიოს მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონს მაია ჩიბურდანიძეს 57 წელი შეუსრულდა.


მაია ჩიბურდანიძე დაიბადა ქუთაისში. ჭადრაკის თამაში 8 წლის ასაკიდან დაიწყო. მისი დებიუტი ბრასოვის ქალთა საერთაშორისო ტურნირზე გაიმართა 1974 წელს, 13 წლის ასაკში. 1976 წელს საბჭოთა კავშირის გოგონათა ჩემპიონატში გაიმარჯვა. 1977 წელს მას საერთაშორის ქალთა გროსმაისტერის ტიტული მიენიჭა.


1978 წელს ჩიბურდანიძემ მოქმედი ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ ითამაშა. ჩიბურდანიძემ მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა ანგარიშით 8½-6½. ჩიბურდანიძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 17 წლის ასაკში და ის ყველაზე ახალგაზრდა ქალი იყო, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა 2011 წლამდე, როცა ჩინელმა ჰოუ იფანიმ 16 წლის ასაკში მოიგო ეს ტიტული. მან ტიტული შემდგომ ოთხ ჩემპიონატში შეინარჩუნა. 1981 წელს ბათუმში პაექრობა ნანა ალექსანდრიასთან ყაიმით 8-8 დასრულდა, თუმცა ჩიბურდანიძემ ტიტული მაინც შეინარჩუნა. სამი წლის შემდეგ ვოლგოგრადში მან დაამარცხა ირინა ლევიტინა 8-5. შემდეგი მოწინააღმდეგე იყო ელენე ახმილოვსკაია 1986 წელს, რომელთან მატჩში სოფიაში ჩიბურდანიძემ გაიმარჯვა 8½-5½. 1988 წელს მცირე უპირატესობით დაამარცხა ნანა იოსელიანი თელავში 8½-7½.


1991 წლის თებერვალში ჩიბურდანიძემ მოულოდნელად დათმო გვირგვინი ჩინელ მოთამაშესთან სიე ძუნთან მანილაში 8½-6½. ჩიბურდანიძის დედოფლობა ხანგრძლივობით მესამე იყო 14 წლით, ჩამორჩება რა მხოლოდ პირველ ქალთა ჩემპიონს ვერა მენჩიკს, რომელიც ჩემპიონი 18 წლის განმავლობაში იყო (1927-44) და გაფრინდაშვილს (16 წელი).


ჩიბურდანიძის ფიდეს რეიტინგი 2009 წლის 1 იანვრისათვის იყო 2516, რაც მას მსოფლიოს ქალ მოთამაშეთა შორის მე-9 ადგილს აკუთვნებს.


„რეპორტიორი" ულოცავს მაია ჩიბურდანიძეს დაბადების დღეს და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს. 


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner