logo_geo
eng_logo
საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 113 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა
- +

17 იანვარი. 2018. 15:16



საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 113 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში გადაეცა.


ამ ეტაპზე, ეკომიგრანტ ოჯახებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები წალკაში, თეთრიწყაროში, ახმეტაში, ლაგოდეხში, ხონში, ლენტეხსა და გურჯაანში დაუკანონდათ.


2004-2009 წლებში,  ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის,  საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე 500-ზე მეტ ოჯახს გადაეცა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner