logo_geo
eng_logo
“შირაქი” პირველი კომპანიაა, რომელმაც ამიერკავკასიაში ბიოპროდუქციის წარმოება დაიწყო
- +

17 იანვარი. 2018. 22:40


შირაქის პროდუქცია ისედაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა მოსახლეობაში. ამიერიდან კი, არათუ საქართველოში, სრულიად ამიერკავკასიაში პირველები იქნებიან, რომლებიც ბიოპროდუქციის წარმოებას დაიწყებენ. მართლაც უპრეცედენტო ამბავია, საქართველოში პირველად ,,შირაქი - Shiraqi ფერმამ'' ბიო სერტიფიკატი მიიღო! 

 

როგორც „შირაქი ფერმის'' დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძე აცხადებს:  ,,ბიო  სერტიფიკატი ნიშნავს რომ 4 წელია არ შესულა ნიადაგში მინერალური სასუქები, არ ვთესავთ ჰიბრიდულ თესლებს, არ ვიყენებთ მარცვლეულ კულტურებში ჰერბიციდებს და ასეთ ნიადაგზე მოყვანილი მარცვლეული და სილოსი ეძლევა პირუტყვს. პირუტყვის კვებაში არ ხდება პრემიქსების გამოყენება. უტარდება სავალდებულო ვაქცინაცია, ვიწყებთ ჰომეოპათიური წამლებით მკურნალობას ავადმყოფობის შემთხვევაში და იშვიათი გამონაკლისის დროს ვუკეთებს ანტიბიოტიკს, რომლის დროსაც ჩვეულებრივთან შედარებით ორმაგ მოლოდინის რეჟიმში არის ძროხა დასაშვებ დროსთან შედარებით, ანუ ამ რძის გამოყენება არ ხდება პროდუქციის წარმოებაში. ეს აღიარება  მთელი „შირაქი ფერმის''  გუნდის ოთხ წლიანი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია და ეს გამარჯვება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და წარმატებაცაა რადგან ამიერკავკასიაში პირველები ვართ ვინც ეს სერთიფიკატი მიიღო''.

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner