logo_geo
eng_logo
ბათუმში 23 წლის გოგონას ოჯახი და პოლიცია ეძებს
- +

18 იანვარი. 2018. 00:38



ბათუმში 23 წლის გოგონას ეძებენ, - ამის შესახებ პირველი არხი იუწყება.


ახალგაზრდა გოგონა სახლიდან დღეს დილით გავიდა და მთელი დღის განმავლობაში ოჯახმა მის კვალს ვერ მიაგნო.


ახლობლებმა სამართალდამცველებსაც აცნობეს. გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.


„დილით გავიდა, აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ სულ ხუთი წუთით დარჩა მარტო და გაპარვა მოახერხა", - განაცხადა პირველ არხთან გოგონას ბიძამ.


დაკარგულს აცვია სტაფილოსფერი ჟილეტი. თუ გოგონას ადგილსამყოფელის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას ფლობთ, დარეკეთ ნომერზე: 592 571 979.


დაკარგული გოგონას ფოტოს პირველი არხის ვებგვერდზე ოჯახის თხოვნით ვაქვეყნებთ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner