logo_geo
eng_logo
ვანო ჩხარტიშვილმა მეღვინეობა „შილდას“ ახალი ინიციატივა გააჟღერა
- +

13 თებერვალი. 2018. 21:41



მეღვინეობა „შილდას" დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა ტრისტან სიხარულიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე დამსწრე საზოგადოებას კომპანიის ახალი ინიციატივის - შილდას „საპატიო დარბაზის" - დაარსების შესახებ აცნობა.


„საპატიო დარბაზი" გააერთიანებს ქართული ტრადიციული კულტურის სფეროში მოღვაწე ღვაწლმოსილ ადამიანებს. დარბაზის წევრებს ექნებათ გარკვეული ფინანსური ანაზღაურება, სამედიცინო დაზღვევა ქვეყნის შიგნით და გარეთ, კომპანია „მეღვინეობა შილდას" პროდუქციით უზრუნველყოფა.


„საპატიო დარბაზის" პირველი წევრობის პატივი გურული სიმღერის გამორჩეულ შემსრულებელს, შეუდარებელ იმპროვიზატორსა და ტრიოში მღერის დიდოსტატს, ტრისტან სიხარულიძეს ერგო.


ტრისტან სიხარულიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 10 თებერვალს გაიმართა.









 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner