logo_geo
eng_logo
დოდო გუგეშაშვილს რეანიმაციიდან პალატაში არც დღეს გადაიყვანენ
- +

13 თებერვალი. 2018. 13:47



დოდო გუგეშაშვილი დღესაც ღუდუშაურის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩება. როგორც „ინტერპრესნიუსს" ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება, თუმცა პაციენტის პალატაში გადაყვანისგან ექიმები დღესაც თავს იკავებენ. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

 

„დოდო გუგეშაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და პალატაში მისი გადაყვანა დღეს არ იგეგმება", - განაცხადეს კლინიკაში.


როგორც ცნობილია, გასულ კვირას დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს მათსავე საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში რჩება.










 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner