logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მისასალმებელია, რომ ქალაქი ვითარდება, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ხარისხიანად და სწორად
- +

13 თებერვალი. 2018. 15:01


თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის, რომ ქალაქი ვითარდება, არის მშენებლობა და აღმშენებლობა, მისასალმებელია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ხარისხიანად და სწორად.

 

„ის, რომ მშენებლობის ნებართვები გაცემულია, ამაში საგანგაშო არაფერია. მთავარია ის, რომ არის კონკრეტული ადგილები, სადაც მშენებლობის განხორციელება პრობლემაა. ეს არ არის გუშინ და დღეს დაწყებული პრობლემები, წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემებია. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მოგვარება და მუშაობა დაწყებული გვაქვს. კონკრეტულ ნაბიჯებს და ღონისძიებებს უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ. ის, რომ ქალაქი ვითარდება, არის მშენებლობა და აღმშენებლობა, მისასალმებელია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ხარისხიანად და სწორად.

თუ ნებართვა არის პრობლემური, პრობლემას უქმნის კონკრეტულ ლოკაციას და არასწორია მშენებლობის განხორციელება ქალაქისთვის, რა თქმა უნდა, ზომები იქნება მიღებული“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner