logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დედაქალაქს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი...
- +

13 თებერვალი. 2018. 15:14



თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის ზღვის განვითარების კონცეფციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დაწყებულია მუშაობა, რათა წარმოადგინონ კონკრეტული პროექტები, თუ რა უნდა იყოს დედაქალაქის განვითარების საინვესტიციო პორტფელში.


მისი თქმით, საინვესტიციო პორტფელი საერთოდ არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი და ქართველი ინვესტორების დაინტერესება ძალიან დიდია.


„დედაქალაქს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, თუმცა, სამწუხაროდ, პორტფელი არ არსებობს, თუ რა პროექტები შეიძლება იყოს მოთავსებული ამ საინვესტიციო პორტფელში, რომელიც იქნება ყველასთვის თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი. საქართველოს და ჩვენი დედაქალაქის მიმართ ძალიან დიდია უცხოელების მხრიდან ინტერესი, ასევე, ქართული ბიზნესი არის ძალიან გააქტიურებული. დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ წარმოვადგინოთ კონკრეტული პროექტები, ლოკაციები, ადგილები.

თბილისის ზღვის განვითარებას რაც შეეხება, საინტერესო ადგილია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს გენერალურ გეგმასთან თანხვედრაში", - განაცხადა კახა კალაძემ.











 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner