logo_geo
eng_logo
გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
- +

13 თებერვალი. 2018. 15:41



ქართველი პოლიტიკოსის გია მაისაშვილის სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის სიცოცხლის გადარჩენისთვის კლინიკაში იბრძვის.


„მოგესალმებით ყველას.

გვინდა, გაცნობოთ, რომ ბოლო დროს გიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. ის ამჟამად იმყოფება სავადმყოფოში და მთელი ძალით იბრძვის სიცოცხლისათვის. ის შემორტყმულია მისი ოჯახის წევრებით და თითოეულ მის გულშემატკივარს გადმოგცემთ უღრმეს მადლობას. თქვენი თანადგომა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამამხნევებელი, და რაც მთავარია უზომო ენერგიის მიმცემი", - ნათქვამია ინფორმაციაში.









 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner