ნიუ-იორკში, უილიამსბურგში, ჩრდილოეთის მე-6 ქუჩის #22-ში აშენებულ ფეშენებელურ აპარტამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პერიოდულად ცხოვრობს. ეს ბინა 1 176 078 აშშ დოლარადაა შესყიდული და სააკაშვილის ბიძის - თემურ ალასანიას სახელზეა გაფორმებული. ალასანიას სახელზე ნიუ-იორკში კიდევ სამი ბინაა რეგისტრირებული.
სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2003 წელს გახდა. ამ დროს მისი ბიძა ნიუ-იორკში მუშაობდა და სახლის შესაძენად ფული გაერო-ს ფედერალური საკრედიტო კავშირისგან ისესხა. ხოლო სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის დასრულებისთვის დამატებით 2 აპარტამენტი ჰქონდა ნაყიდი.