logo_geo
eng_logo
ყველაზე მაღალრეიტინგული ქართული ფილმები
- +

14 თებერვალი. 2018. 01:00



ფილმების, ტელეგადაცემებისა და სერიალების უმსხვილესი ონლაინ ბაზის, IMDB-ის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მეტი დადებითი შეფასების მქონე ქართული ფილმების ხუთეული ცნობილია. IMDB-ის გვერდზე ფილმები 10-ვარსკვლავიანი სისტემით ფასდება. პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:


1. ექვთიმე ღვთისკაცი (10/10) - ნიკოლოზ ხომასურიძის 2018 წლის ნამუშევარი, რომელიც ისტორიკოსის, არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ფილმში მთავარ როლს გერმანიაში მოღვაწე ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.


2. „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" 8.9/10 - ქართული მხატვრული ფილმი. მისი რეჟისორია ელდარ შენგელაია. გამოვიდა 1984 წელს. ფილმი გადაღებულია რეზო ჭეიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.


3. „ფესვები" (8.9/10) - გადაღება დაიწყო 1985 წლის იანვარში და დამთავრდა 1987 წლის სექტემბერში. ფილმი ქართველი ემიგრანტის სამშობლოსადმი განუწყვეტელი (დოდო აბაშიძე) მიემგზავრება საფრანგეთში, თუმცაღა I მსოფლიო ომის დაწყებისა და საზღვრების ჩაკეტვის გამო, სამუდამოდ რჩება საფრანგეთში, მიუხედავად ამისა ის საქართველოში დაბრუნების იმედს არ კარგავს.


4. „ჯარისკაცის მამა" (8.7/10) - მხატვრული ფილმი, - გადაღებული სტუდიაში "ქართული ფილმი" 1964 წელს, რეჟისორ რეზო ჩხეიძის მიერ, სულიკო ჟღენტის სცენარით. მთავარ როლს - სერგო ზაქარიაძე ასრულებს.


5. „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (8.7/10) - რეჟისორ თენგიზ აბულაძის მიერ 1962 წელს გადაღებული ფილმი. გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.


საუკეთესო ათეულშია ფილმები: „ნატვრის ხე", „მონანიება", „მანდარინები", „გასეირნება ყარაბაღში" და „გრძელი ნათელი დღეები".









 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner