logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: იქიდან გვეჯღანება… ვკანკალებთ, ისე გვეშინია, მიჰა, ჩამოდი…
- +

14 თებერვალი. 2018. 02:26

 

 

„საქართველოს ის გაექცა... ეგეთი უკუღმა კაცია. მარგველაშვილის ინაუგურაციის წინა დღეს დატოვა საქართველო, გაიქცა და იქიდან გვეჯღანება, ხან გვემუქრება, გადმოვცურავ, შემოვთხრი, ჩამოვიდეს! მიჰა, ჩამოდი და დაამხე რეჟიმი. ვკანკალებთ ისე გვეშინია", - ასე გამოეხმაურა მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებას მისი ეშინია. ლაშა ნაცვლიშვილმა „მარშალპრესთან" საუბრისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ირგვლივ მიმდინარე პროცესები შეაფასა.


„მიხეილ სააკაშვილის მსჯავრდებულია საქართველოს მართლმსაჯულების მიერ, გარდა ამისა, ის იდევნება სისხლის სამართლის სამ საქმეში, შესაბამისად, თუ მისი ექსტრადიცია საქართველოში განხორციელდება, ის სამართლებრივი ჩარჩოთი გაივლის ყველა იმ პროცედურას, რაც გაიარა მელნიკოვმა, ან რასაც სავარაუდოდ გაივლის მეგის ქარდავა. რაც შეეხება ქართულ პოლიტიკაზე მისი ექსტრადიციის შემთხვევაში გავლენას, მელნიკოვზე ოდნავ მეტი იქნება...

 

მაგ კაცმა თქვა, რომ მე თავისუფლებისთვის ბრძოლის ლიდერი ვარ, თავისუფლებას ებრძვიან საქართველოსა და უკრაინაში, ყველგან მე ვარო. ადამიანი ასეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია... მე მრცხვენია, რომ ეს კაცი იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, მივეცი მე მას ხმა თუ არა... ეს ძალიან სამარცხვინო ამბავია, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენი ისტორია, სავსეა სამარცხვინო პერსონაჟებით.

 

რაც შეეხება მის პოლიტიკურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომ ის არის ყველა ჩაგრულის ქომაგი, თავისუფლების დამცველი მსოფლიოში და ყველა ოლიგარქი მას ებრძვის, -სიბრალულის მეტი რა უნდა მქონდეს, ასეთ მდგომარეობაშია ადამიანი... პოლიტიკური კლოუნადა გრძელდება, სად ჩაატარებს შაპიტოს რა მნიშვნელობა აქვს... მისი გავლენა უკრაინულ, ქართულ პოლიტიკაზე და მსოფლიო პოლიტიკაზე არის იმ ჩაის ჭიქის ტოლი, რომელიც მას დარჩა „სულგუნში". მის წარმოსახვაში რა ხდება, რა გითხრათ...

 

სახელწმიფოთა ურთიერთობებს შორის არსებული ხიჭვი არის სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი უნდა იქნას დაპატიმრებული, ექსტრადირებული საქართველოში, ის უკვე გასამართლებულია ერთი ბრალდებით, მაგრამ უნდა გასამართლდეს სხვა ბრალდებებითაც და როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, რესოციალიზაციის გარანტიით უნდა მოიხადოს სასჯელი", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.











 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner