logo_geo
eng_logo
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარის გამო, სატენდერო პროცედურებში ჩართული პირები დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლდებიან
- +

14 თებერვალი. 2018. 10:59



თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის გამო, დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლების ჩართულები იყვნენ სატენდერო პროცედურებში.


„ცოტა ხნის წინ ვარკეთილის „მეტროსადგურში" ადგილი ჰქონდა სამწუხარო ფაქტს, თქვენ იცით, რომ ჭერი ჩამოინგრა, სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები დაშავდნენ. ამ ეტაპზე ჩვენ მიერ შესწავლილი იქნა არსებული გარემოებები და აშკარაა ის, რომ იყო ხარვეზები სამუშაოების შესრულების დროს, დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით. კერძოდ, საპროექტო სამუშაოების მიღება - ჩაბარება განხორციელდა ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე, როდესაც მოთხოვნილი იყო ტექნიკური ექსპერტიზის აუცილებლობა. ჩვენ ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუმცა, მანამდე მინდა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს ბატონ მამუკა კობახიძეს დავავალო, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლების ჩართულები იყვნენ სატენდერო პროცედურებში", - განაცხადა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner