logo_geo
eng_logo
წყნეთის გზატკეცილზე მცხოვრებ 47 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება
- +

14 თებერვალი. 2018. 11:42


 

წყნეთის გზატკეცილზე, სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ 47 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.



მისი თქმით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.


 

დღეს ჩვენ 47 ოჯახს საცხოვრებელ ფართს ვუკანონებთ. კერძოდ, ესენი არიან წყნეთის გზატკეცილზე, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, N4 კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ ფართებში 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ და გარკვეული მიზეზების გამო, დაკანონება ვერ მოახერხეს. მინდა მივულოცო მათ და მადლობა ვუთხრა ვაკის გამგებელს თანამშრომლობისთვის. ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ", - აღნიშნა თბილისის მერმა.



 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner