logo_geo
eng_logo
ლეილა აბაშიძე კლინიკაში გადაიყვანეს
- +

14 თებერვალი. 2018. 13:54



მსახიობი ლეილა აბაშიძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ხეჩინაშვილის საავადმყოფოში მოათავსეს. მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია და მას თავის ტვინის იშემიური ინსულტი მოუვიდა. ამის შესახებ სააგენტო pia.ge წერს.


ლეილა აბაშიძე ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია და არსებული ინფორმაციით, 16:00 საათზე ექიმების კონსილიუმი შეიკრიბება და მის შემდგომ მკურნალობის კურსზე იმსჯელებენ.


ლეილა აბაშიძე 1929 წლის პირველ აგვისტოს დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.


1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან" ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო.


კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი" რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო. შექმნა მრავალი კომედიური და დრამატული სახე. არის მხატვრული ფილმების „მოლოდინი" (1970), „კოშკები სდუმან" (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი" სცენარის ავტორი და რეჟისორი. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია 1958 წლიდან.



 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner